20:39 - 29 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-29 20:27:35, 232 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია: გუშინდელ შეცდომაზე უარესი იქნება, თუ ხალხს არ ვეტყვით, რომ ეს არასწორი იყო

ელენე ხოშტარია გუშინდელი აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მიუღებელი და გულდასაწყვეტია, როცა საერთო ეროვნული აქცია გამოიყენება პარტიული ინტერესებისთვის.

"მე არ ვიცი, რა მოხდა და ვინ რა გააკეთა, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს. გაოგნებული დავრჩი, როცა გამომსვლელებში ვერ დავინახე სხვა პარტიების წარმომადგენლები, ასევე გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, ვისი მომზადებულიც არ უნდა ყოფილიყო, ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილთან, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი.

გარდა ამისა, არ მესმის ოლიგარქისა და ოპოზიციის ლიდერის ერთ სიბრტყეზე დაყენება, თუმცა ეს თავად გადაწყვიტონ.

ჩემი აზრით, გუშინდელ შეცდომაზე უარესი იქნება, თუ ხალხს გულწრფელად არ ვეტყვით, რომ ეს ძალიან არასწორი იყო და პასუხისმგებლობას არ ავიღებთ ამაზე", - წერს ხოშტარია.

28 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

ასევე, აქციაზე იყო გაშლილი ბანერი ბიძინა ივანიშვილის და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით და წარწერით -" ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა", რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნულს პროვოკაცია უწოდეს და "ოპოზიციის ალიანსისგან" მოითხოვეს პოზიციის დაფიქსირება - ემიჯნებიან თუ არა მომხდარს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია: გუშინდელ შეცდომაზე უარესი იქნება, თუ ხალხს არ ვეტყვით, რომ ეს არასწორი იყო
მეუფე იობი - ძალიან დიდი წინდახედულობა უნდა გამოვიჩინოთ მოვლენებისა და ადამიანების შეფასებაში
ლემონჯავა: ივანიშვილისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი არ იყო რუსი
გვარამიას თქმით, "ფედერალისტების" ბანერით გამოწვეულ სკანდალს "ახალი" გუნდურად განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics