|
2019-08-14 00:16:19, 2157 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ განცხადებას ავრცელებს
თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ საბჭოს დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების, ასევე ახალ თავმჯდომარედ ნიკოლოზ ენუქიძის დანიშვნის შედეგად, საბჭომ ცვლილებები შეიტანა თიბისი ბანკის ჯგუფისა და თიბისი ბანკის მმართვლობის სტრუქტურაში. ზოგიერთი აქციონერის, პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის და სხვა მონაწილე მხარეების რეკომენდაციების, ასევე საკუთარი, დადებითი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც არააღმასრულებელი წევრების ერთდროულად თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოსა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას გულისხმობს, საბჭომ არააღმასრულებელი დირექტორებისთვის მართვის „სარკისებური სტრუქტურა" (Mirror Board) დაამტკიცა. ახალი სტრუქტურის მიხედვით: · თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ყველა არააღმასრულებელი წევრი, ამავე დროს იქნება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; · თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ასევე, იქნება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; · თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს მთავარი დამოუკიდებელი დირექტორი, ამავე დროს, იქნება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორი. ამ გადაწყვეტილების შედეგად შემდეგი ცვლილებები განხორციელდა: · ნიკოლოზ ენუქიძე, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ამავდროულად, არჩეულ იქნა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; · ნიკოლას დომენიკ ჰააგი, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი მთავარი დამოუკიდებელი დირექტორი, ამავდროულად, არჩეულ იქნა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მთავარ დამოუკიდებელ დირექტორად; · არნე ბერგრენი თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს შემოურთდა, როგორც დამოუკიდებელი დირექტორი; · ამავე დროს, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭომ დააკმაყოფილა იურკი კოსკელოს განცხადება მისი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და წევრის თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ; საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები მაქსიმალურად გაზრდის ჯგუფის საქმიანობის და ზედამხედველობის ეფექტიანობას და ასევე, ხელს შეუწყობს მმართველობის სტაბილურობას.
საბჭოს სტრუქტურა სრულად შესაბამისობაში იქნება, როგორც ადგილობრივ, ისე დიდი ბრიტანეთის კორპორაციული მმართველობის კოდექსის მოთხოვნებთან. საბჭოს შემადგენლობაში განხილული ცვლილებების შედეგად, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი არააღმასრულებელი დირექტორები არიან:
· ნიკოლოზ ენუქიძე - თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; · ნიკოლას დომინიკ ჰააგი - თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მთავარი დამოუკიდებელი წევრი ; · მარია ლუისა ჩიკონიანი - თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი; · ცირა კემულარია - თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი; · არნე ბერგრენი - თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი. (რეკლამა)
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)