22:46 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-10 13:29:12, 1264 ნახვა

საზოგადოება
„თანამედროვე პოლიცია და კიბერუსაფრთხოების გამოწვევები“ - მართლწესრიგის ოფიცრებმა სწავლება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებისთვის „ტექნოპარკში“ გაიმართა სწავლება თემაზე - „თანამედროვე პოლიცია და  კიბერუსაფრთხოების გამოწვევები“. სწავლებაში 15 მართლწესრიგის ოფიცერი მონაწილეობდა.

სწავლების მიზანი მართლწესრიგის ოფიცრების კიბერდანაშაულის მიმართულებით ონლაინ-კრიმინალთან საბრძოლველად შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება იყო ისეთ საკითხებთან გაცნობით, როგორიცაა  კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები, საკომუნიკაციო არხების, სოციალური ქსელების უსაფრთხოება, მობილური და კომპიუტერული ტექნოლოგიების დაცვა, ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა, ჰაკერებისა და თაღლითებისაგან დაცვის ზომები და სხვა საკითხები.

მართლწესრიგის ოფიცრების მოსახლეობასთან კომუნიკაცია ასევე მოიცავს მოსახლეობის ინფორმირებას კიბერსაფრთხეების შესახებ და ოფიცრებთან მჭიდრო თანამშრომლობით ასეთი პრობლემების დროულ იდენტიფიცირებას, რეაგირებასა და დანაშაულის პრევენციას.

ოფიცრების მუშაობაში პრიორიტეტული მიმართულებაა მოზარდების კიბერბულინგისაგან დაცვისა და პირადი ცხოვრების დაცვის  საკითხი. მართლწესრიგის ოფიცრები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიასთან იმუშავებენ მათი ინფორმირების ამაღლებისათვის,  საჭიროების შემთხვევაში კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზომების  მიღებაზე მშობლებსაც მისცემენ რეკომენდაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის სწავლებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics