|
2019-08-09 10:18:34, 850 ნახვა
საზოგადოება
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დედოფლისწყაროს მოსახლეობას შეხვდნენ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ქედის, არხილოსკარისა და ქვემო ქედის მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და იმ საჭიროებებზე მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც სოფლებში აქვთ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ პროექტებით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა. „ადგილობრივმა მოსახლეობამ გაგვაცნო ის საჭიროებები, რაც სოფლებში არსებობს. ჩვენი მხრიდან, ვისაუბრეთ იმ პროგრამებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ზეთისხილის, კაკლის, ნუშის ბაღები 399 ჰა-ზე გაშენდა; 9 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იქნება შეძენილი ამ მიმართულების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეხვედრაზე გამოკვეთილი პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად საჭირო რესურსი გათვალისწინებული უნდა იყოს მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაწევრიანებით, ფერმერებს შეეძლებათ მეტი სარგებლის მიღება მეცხოველეობის განვითარებისა და რძის გადამუშავების კუთხით. მხარის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოსახლეობას კახეთის რეგიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტიანობაზე ესაუბრა. სოფელ ზემო ქედში, არხილოსკარსა და ქვემო ქედში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ დაურეგისტრირებელი მიწები და წყალმომარაგება მთავარ პრობლემურ საკითხად დაასახელა. შეხვედრაზე იმსჯელეს დილიჩის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდების საკითხის მოგვარებაზეც. შეხვედრას პარლამენტის წევრები, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)