|
2019-08-07 12:51:07, 1002 ნახვა
საზოგადოება
ტაქსის მომსახურების გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი
ტაქსის მომსახურების გადახდა მობილური ტელეფონის საშუალებით - QR კოდითაც იქნება შესაძლებელი, რომელიც A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს საქართველოს ბანკისგან უფასოდ გადაეცემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რეფორმის ფარგლებში, ტაქსის მძღოლებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფთან არაერთი შეხვედრა შედგა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. „ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდით ხდება შესაძლებელი. ეს არის საქართველოს ბანკის საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. ტაქსით მგზავრობის დროს, ხურდის არარსებობა გარკვეულ დისკომფორტს იწვევს. აღნიშნული კოდი კი, რომელიც A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მქონე მძღოლებს გადაეცემა, პირდაპირ მიბმული იქნება მძღოლის საბანკო ანგარიშთან და გადახდილი თანხა მას ჩაერიცხება. ამ გზით, მძღოლი ერთგვარ საბანკო ისტორიასაც შეიქმნის, რადგან ხშირია შემთხვევა, რომ ტაქსის მძღოლებს არ აქვთ საბანკო ანგარიშები, ისტორია და ეს მათთვის გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, QR კოდი საქართველოს ბანკის აპლიკაციის მეშვეობით მარტივად ფუნქციონირებს, რომლის გადმოწერაც სმარტფონებშია შესაძლებელი. „ღილაკზე ერთი დაჭერით ირთვება კამერა, რომელიც QR კოდს აფიქსირებს. თავადვე მიუთითებ მგზავრობის თანხას, რომელიც საბანკო ანგარიშიდან ჩამოგეჭრება და პირდაპირ ტაქსის მძღოლის საბანკო ანგარიშზე აისახება. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, კოდი A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მქონე მძღოლებს უფასოდ გადაეცემა. მინდა, საქართველოს ბანკს ამ სიახლისთვის და თანამშრომლებისთვის მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, პროცესში სხვა ბანკებიც ჩაერთვებიან და როგორც ტაქსის მძღოლებს, ასევე, ამ სერვისის მომხმარებლებს გარკვეულ პროდუქტებს შევთავაზებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
(NS)
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)