18:41 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 10:38:46, 2449 ნახვა

მსოფლიო
ესტონეთი უკრაინის მოქალაქეებისთვის პუტინის მიერ შეთავაზებულ რუსულ პასპორტებს არ ცნობს

ესტონეთი არ აღიარებს რუსულ პასპორტებს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ მოსახლეობას ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ესტონეთი არ ცნობს ამ მხარეებში 2019 წლის 24 აპრილის შემდეგ გაცემულ რუსეთის პასპორტებს, თუ მისი მფლობელი იქამდეც  რუსეთის მოქალაქე არ იყო.

„აღმოსავლეთ უკრაინის მკვიდრთათვის  რუსეთის მოქალაქეობის შეთავაზება უკრაინის სუვერენიტეტის კიდევ ერთხელ  დარღვევისა და  აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული არასტაბილური სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების მცდელობაა“, - ნათქვამია ესტონეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებაში.

შეგახსენებთ, წლის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა შესთავაზა ყველას, ვინც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში ცხოვრობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics