|
2019-08-06 16:42:07, 939 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე აშშ-ის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი აშშ-ის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორს - თომას კარდენ უმცროსს შეხვდა. შეხვედრაზე ლევან ღირსიაშვილმა აშშ-ის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები გააცნო. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიზანია გახდეს დასავლური სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის სრულფასოვანი წევრი, რისთვისაც უკანასკნელ პერიოდში პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერების, ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ჩატარებული სწავლებების კუთხით. აღნიშნული ღონისძიებები თომას კარდენ უმცროსმა პოზიტიურად შეაფასა და ქართულ მხარეს დასახულ მიზნებში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვითი თანამშრომლობის ოფისთან (ODC) მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ODC საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს უწყებათშორის სამაგიდო სწავლებებსა და ვარჯიშებს ყოველწლიურად ატარებს. ამერიკული მხარე უახლოეს მომავალში, უწყებათშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გადმოცემას გეგმავს. გენერალ-მაიორი თომას კარდენ უმცროსი საქართველოში საერთაშორისო სამხედრო წვრთნების „Agile Spirit' („მტკიცე სული 2019") ფარგლებში იმყოფება.
(NS)
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)