|
2019-08-02 18:42:30, 1547 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შესახებ ისაუბრა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ პროექტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. „როგორც იცით, სამინისტროში რეორგანიზაციის შემდეგ, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ „პროექტების მართვის სააგენტოს“ შეუერთდა და ჩამოყალიბდა „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“. ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი პროექტები კოოპერატივების ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით, ეს უკავშირდებოდა მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების ოპტიმალურად გამოყენებას და ასევე, მეცხოველეობის განვითარებას. ეს პროექტი გარკვეული მოდიფიკაციით მთავრობამ დღეს დაამტკიცა. გარკვეული ცვლილებები შევიდა ასევე, კოოპერატივებისთვის რძის საკონსოლიდაციო ცენტრების ხელშეწყობის პროექტშიც. ახალი ცვლილებების შედეგად, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას განახორციელებს, რომლებიც დაკავებული იქნებიან რძის გადამუშავებით. პროექტი დაეხმარება რძის გადამმუშავებელ საწარმოებს თანადაფინანსებასა და ჩამოყალიბებაში. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოების თანადაფინანსების ლიმიტი სახელმწიფოს მხრიდან 150 000 ლარი იქნება. რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებში მესაქონლეობის განვითარების პროექტს, აქაც გვაქვს თანადაფინანსება, სადაც ერთ ბენეფიციარზე სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმუმ 60 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, რომ გამარტივდა პროცედურები და ყველა მსურველს და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შეუძლია „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ მიმართოს პროექტებში ჩართვისათვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ გამარტივებული პროცედურებით კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარი გვეყოლება, რომელიც ისარგებლებს სახელმწიფოს თანადაფინანსების პროექტებით. რაც შეეხება ახალ სააგენტოს, რეორგანიზაცია სრულად დასრულებულია. ახალი სააგენტო ეტაპობრივად ემზადება ევროპული აკრედიტაციის მისაღებად, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის საფუძველზე ევროპის მიზნობრივი ფონდებიდან თანხების მისაღებად. გარდა ამისა, სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან სააგენტოში გადავიდა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ქსელი. ვფიქრობ, რომ გაერთიანებული სტრუქტურა უფრო მეტად ორიენტირებული იქნება ფერმერების საჭიროებებზე და სოფლის განვითარებაზე. ასევე, შეძლებს უფრო მოქნილი მექანიზმებით იმ პოლიტიკის აღსრულებას რაც სამინისტროს გააჩნია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)