19:48 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 14:21:47, 844 ნახვა

საზოგადოება
საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით გათვალისწინებული უწყებათშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით გათვალისწინებული უწყებათშორისი კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს​ ძებნა-შველის (SAR) სისტემის დანერგვასა და მის ეფექტიანობაზე, საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო საფრენ საშუალებათა მფლობელებსა და საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს (ARCC) შორის თანამშრომლობაზე, ასევე, საკოორდინაციო ცენტრსა და მორეაგირე დანაყოფებს შორის გამართული კომუნიკაციის აუცილებლობაზე.

კომისიის წევრებმა, ასევე, განიხილეს პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ სამომავლო მუშაობის ფორმატსა და სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც კომისიის მიერ განხილული დადგენილებით გათვალისწინებულ საკითხებზე იმუშავებს.

აღნიშნული კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა და მას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის წარმომადგენლები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics