|
2019-08-01 10:43:17, 969 ნახვა
საზოგადოება
92 წლის ასაკში პროფესორი ლევან ალექსიძე გარდაიცვალა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ლევან ალექსიძე, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას მას 3 აგვისტოს, 15.00 საათზე სიონის ტაძრიდან გამოასვენებენ. ლევან ალექსიძე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი,საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991), საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1996), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (2001), 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, „საერთაშორისო სამართლის“ პირველი ქართველი მეცნიერი და ღირსების ორდენის კავალერი (1996) იყო. ლევან ალექსიძე 150-მდე შრომის ავტორია, რომლებიც ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენებზა გამოქვეყნებული.
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



