|
2019-07-31 16:58:22, 999 ნახვა
საზოგადოება
Rammstein-მა მოსკოვში გამართულ კონცერტზე რუსეთში არსებული ჰომოფობია კოცნით გააპროტესტა
გერმანულმა როკ-ჯგუფმა, Rammstein-მა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ კონცერტზე ქვეყანაში არსებული ჰომოფობია კოცნით გააპროტესტა, - ამის შესახებ gaytimes.co იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კოცნის ამსახველი ფოტო ჯგუფიის ინსტაგრამგვერდზეც გავრცელდა, წარწერით: "რუსეთო, ჩვენ შენ გვიყვარხარ!". ერთმანეთს ჯგუფის ორმა წევრმა გიტარისტებმა პაულ ლანდერსმა და რიჩარდ კრუსპემ აკოცა. ამ დროს ჯგუფი სიმღერას Aüslander -ს ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯგუფი ლგბტ თემის წარმომადგენლებს სოლიდარობას უცხადებს. ამავე ტურნეს ფარგლებში, პოლონეთში გამართულ კონცერტზე ჯგუფის წევრებმა სცენაზე ლგბტ თემის დროშები ააფრიალეს. მედია წერს, რომ ჯგუფის ფანების მხრიდან მსგავსი სოლიდარობის აქტები დადებითად აღიქმება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)