|
2019-07-31 14:33:01, 920 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა ყვარელში ნანგრევებში მოყოლილი მუშა გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ყვარელში, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს ჩამოინგრა კედელი, რის შედეგადაც ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, მოყოლილი იყო ადამიანი. შეტყობინების მიღებისთანავე, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, დასახმარებლად გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. მაშველებმა, სწრაფი და ეფექტური მოქმედებების შედეგად შემთხვევის ადგილი ნანგრევებისგან გაათავისუფლეს. ნანგრევების ქვეშ იქნა ნაპოვნი მუშა, რომელიც იყო კონტაქტური. მაშველებმა მუშის გადარჩენა და ამოყვანა დროულად მოახერხეს. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)