18:37 - 07 Jul, 2026
|
2019-07-31 11:58:22, 677 ნახვა
საზოგადოება
მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დღეიდან იწყება
თბილისის მერია მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგრო ჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება. „მოეწყობა 2 კილომეტრის სიგრძის, ოთხზოლიანი ბეტონის საავტომობილო გზა, ამსვლელ-ჩამომსვლელი ორ-ორი ზოლით. პროექტი ასევე ითვალისწინებს საყრდენი კედლების, წყალამრიდების და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას. 15 მილიონი ჯდება ამ პროექტის განხორციელება და 7 თვე დასჭირდება სამუშაოებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)