18:37 - 07 Jul, 2026
|
2019-07-30 18:28:27, 1256 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძემ დავით ფარადაშვილი გერმანიაში, სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად გააცილა
20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული დავით ფარადაშვილი რეაბილიტაციას გერმანიაში განაგრძობს. პაციენტი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირადად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააცილა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა. საზღვარგარეთ დამატებითი სამედიცინო სერვისებისთვის სულ 11 პაციენტი გაემგზავრა. მათგან 10-მა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა, ხოლო ერთი ამ დრომდე ისრაელის კლინიკაში რჩება. თითოეული მათგანის საზღვარგარეთ მკურნალობა ფონდმა „ქართუმ“ სრულად დააფინანსა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)