|
2019-07-30 14:38:21, 1390 ნახვა
საზოგადოება
ზღვისპირა საკურორტო ზონებში კვების 12 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
ზღვისპირა საკურორტო ზონებში კვების 12 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "სურსათის ეროვნული სააგენტო ზღვისპირა საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს. როტაციის პრინციპით, თბილისის საქალაქო სამსახურის, გურიისა და აჭარის რეგიონული სამმართველოების ინსპექტირების ჯგუფებმა ერთ თვეში 151 ობიექტი შეამოწმეს. მათგან კრიტიკული შეუსაბამობების 12 ფაქტი გამოვლინდა, რაზეც სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები დააწესა და ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერა. შემოწმებისას ყურადღება ექცევა ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ტემპერატურულ რეჟიმს, სურსათის შენახვის პირობებსა და ვადებს, მიკვლევადობას", - აღნიშნულია განცადებაში. სეს-ის ინფორმაციით, ობიექტების კონტროლი როტაციის პრინციპით მეორე წელია მიმდინარეობს. გასულ წლებთან შედარებით დარღვევების რაოდენობა შემცირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)