|
2019-07-30 13:46:56, 1164 ნახვა
საზოგადოება
ქაცარავა: აზერბაიჯანულმა მხარემ მესაზღვრეების რაოდენობა გაზარდა და უდაბნოს მონასტერთან მეორე სამხედრო ბაზა ააშენა
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ მესაზღვრეების რაოდენობა გაზარდა და უდაბნოს მონასტერის შესასვლელთან მეორე სამხედრო ბაზა ააშენა. ქაცარავას განცხადებით, დავით გარეჯის საკითხზე მეტი ინფორმაციის მიღებისა და საჯარო შეხვედრის ორგანიზების თხოვნით მოძრაობის წევრები აპირებენ მთავრობას მიმართონ. „გასულია ორი კვირა და სიტუაცია არ იცვლება. იცვლება მხოლოდ და მხოლოდ იმ კუთხით, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა, სასწრაფო რეჟიმში იქვე, უდაბნოს მონასტერის შესასვლელთან მეორე სამხედრო ბაზა ააშენეს და მესაზღვრეების რაოდენობა გაზარდეს. ჩვენ შევიმუშავებთ მიმართვის ტექსტს და აუცილებლად მივმართავთ დელიმიტაციის კომისიას, მივმართავთ ჩვენს მთავრობას და მოვითხოვთ მეტ ინფორმაციას, საჯარო შეხვედრას საზოგადოების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა დავით ქაცარავამ რუსთავი 2-ის ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)