21:05 - 29 Nov, 2026
|
2019-07-29 17:26:48, 1536 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაშავებული 3 წლის გოგონა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მშობლებმა გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს ზედაპირული მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება, კვლევები კი ამ დრომდე გრძელდება. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო - აჭარის ტელევიზია
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



