|
2019-07-29 15:37:10, 1439 ნახვა
საზოგადოება
ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს, - ამის შესახებ საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშსვილმა განაცხადა. გასაუბრების დროს ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა რა დამოკიდებულება აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ ლომიძეს, რომელიც ამავდროულად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძესთან. ჯანეზაშვილის კითხვებმა საბჭოს სხვა წევრებში უკმაყოფილება გამოიწვია. „ის იყო მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე. ცხადია, ამასთან მიმართებით კითხვები დავსვი. მაინტესებდა, რა გავლენა მოახდინა მის კარიერაზე მიხეილ ჩინჩალაძემ, თუნდაც დაეხმარა თუ არა რეკომენდაციით, როდესაც მოსამართლე გახდა. თუმცა, ამაზე ძალიან ზოგადი პასუხები მივიღე. ასევე, ძალიან ზოგადი პასუხები მივიღე უამრავ თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მე დამაზუსტებელ კითხვებს ვსვამდი. როგორც ჩანს საბჭოს წევრებისთვის ეს სხვა ასოციაციებს იწვევს, ჩემთვის გაუგებარია, რატომ", - განაცხადა ჯანეზაშვილმა. ამ დროისთვის, საბჭოზე კიდივ ერთ კანდიდატთან გენადი მაკარაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)