|
2019-07-29 12:36:50, 1515 ნახვა
საზოგადოება
თუშეთში, ავტოავარიის ადგილას მაშველები 17 წლის ბიჭს ეძებენ
ფშაველი-ომალოს გზაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მაშველები ამ დრომდე 17 წლის ბიჭს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ხეობაში მძიმე ტექნიკა და დამატებითი სამაშველო ძალებია მობილიზებული. კახეთის სამაშველო სამმართველოს უფროსის, გიორგი ჩარკვიანის განცხადებით, სამძებრო სამუშაოების გამო ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა გადაკეტილია. „დღეს დილის 6 საათიდან კვლავ განახლდა საძიებო-სამაშველო ოპერაციები. ხეობაში დამატებით მობილიზებულია როგორც სახანძროს სამაშველო დანაყოფები, ასევე ხეობაში შეყვანილია მძიმე ტექნიკა იმისათვის, რომ მოხდეს მდინარე სტორის ხეობის სიღრმეში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილის ამოყვანა ნაპირზე. პოლიციის მიერ ორმხრივად არის ამ ეტაპზე ჩაკეტილი მთა-თუშეთისკენ მიმავალი გზა, რათა არ მოხდეს საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელი ტურისტების შეფერხება გზის იმ მონაკვეთზე, სადაც როგორც აღვნიშნე, დამატებით შეყვანილია ეს მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს ხეობაში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილის ამოყვანა“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)