|
2019-07-26 14:35:50, 1860 ნახვა
საზოგადოება
დვალი - ხალვაშისგან R2-ის დამოუკიდებლობაზე გარანტიებს ვერ ვხედავ - შესაძლოა მდაბიო ტელევიზიად გადააკეთოს
„მინდა მივმართო „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს, ნუ ინერვიულებთ, საბრძოლველი ჯერ კიდევ არის“, - ამის შესახებ ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც დვალმა აღნიშნა, ის ამ ეტაპზე ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის რეალურ გარანტიებს ქიბარ ხალვაშისგან ვერ ხედავს. მისივე განმარტებით, ხალვაშის მფლობელობის პირობებში შესაძლოა „რუსთავი 2“ „ენტევეს“ დაემსგავსოს და მდაბიო ტელევიზიად გადაკეთდეს. „რუსთავი 2“ არის ის ხალხი, ვინც აკეთებს მას, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ ეს არის მეორე ხარისხოვანი. ასე მიხვიდე და თქმა „შენ თავისუფალი ხარ“, „შენ წადი, შენ მოდი“ , ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი. მე და ჯარჯის უკვე გვქონდა პატარა ჯგუფთან შეხვედრა და გვინდა, რომ ყველას გაფართოებული ფორმატით ველაპარაკოთ. ქიბარ ხალვაშთანაც გავივლით ამ თემას. მაგრამ მინდა გითხრათ ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით, რაღაც ცარიელ დაპირებებად მეჩვენება ეს ყველაფერი. მგონია, რომ ტელევიზიის დამოუკიდებლობას არც ბორდი უშველის დ არც დადებული კონტრაქტები. ანალოგია რაც გამიჩნდა, როცა პირველად ქიბარმა ახსენა, რომ უცხოელ მენეჯერს მოიყვანს, თვალწინ „ენტევეში“ დატრიალებული ამბავი დამიდგა, რომელიც რაღაცა პერიოდი შედარებით თავისუფალი რეჟიმი დატოვეს და საბოლოო ჯამში მიიღეს მონსტრი, მდაბიო, ყვითელ პრესად გადაკეთებული რაღაც სრულიად უმსგავსო ტელევიზია და ამის დიდი შანსი აქვს „რუსთავი 2“-ს. იმიტომ რომ მე ქიბარ ხალვაშისგან ამ ეტაპზე არანაირ გარანტიებს ვერ ვხედავ. თუ კეთილი ნება არ არის ამის გაკეთების, არანაირი გარანტია არ უშველის, თუმცა მინდა მივმართო ჟურალისტებს, რომ ეს ნუ იქნება თქვენთვის პესიმიზმის საბაბი. საბრძოლო ჯერ კიდევ არის. თუ კანონზომიერება არსებობს სამყაროში, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სამართლიანობის აღდგენა დაერქვას ვიღაცა შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის მინიჭებას და აქ დამთავრდეს, რომ ვითომ ყველაფერი კარგად არის. ეს ასე არ იქნება. ნუ ინერვიულებთ. მე მესმის, რომ სტრესი უზარმაზარია, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ეს ასე არ დასრულდება“, - აღნიშნა დავით დვალმა.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)