|
2019-07-26 12:11:48, 788 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვით გამოწვეულ საფრთხეებზე და მიყენებულ ზიანზე შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკა უნდა დასრულდეს. რადგან, გარდა იმისა, რომ ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას, დროთა განმავლობაში იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას. „ნარჩენების დაწვის მავნე პრაქტიკამ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ინტენსიური ხასიათი მიიღო, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას. ჩვენ უნდა გავითავისოთ პრობლემის სიმწვავე და ერთიანი ძალებით ვებრძოლოთ ასეთ ვანდალიზმს. საწყის ეტაპზე, პრევენციის მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და ადგილობრივი თვითმართველობების ჩართულობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებენ მონიტორინგს. პარალელურად, დაიწყება მუშაობა საჯარიმო ტარიფის კორექტირების საკითხზე, რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება პრობლემის დაძლევაში“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, ნიადაგის და ბიომრავალფეროვნების დაცვა. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ კუთხით აქტიურად მუშაობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად ქარსაფარი ზოლების განადგურებით გამოწვეულ საფრთხეებს, რაც ნიადაგში ქარისმიერ ეროზიას, მიკროკლიმატის შეცვლას, ჰაბიტატების განადგურებას, ბიომრავალფეროვნების დეგრადაციას და ჟანგბადის შემცირებას იწვევს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გარკვეული ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაფარი ზოლი განადგურებულია. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, ასევე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC), გერმანიის საერთაშირისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)