13:07 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-20 10:56:59, 1394 ნახვა

საზოგადოება
სალია - ნოდარ მელაძის მოხსნა არ იგეგმება, გაბუნია კი 2 თვეში მუშაობს გააგრძელებს

2 თვის შემდეგ, როცა გიორგი გაბუნიას მოეხსნება შეზღუდვა, ის ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „რუსთავი „-ის ახლადდანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გადაიხედება შეზღუდვა, რომელიც გიორგი გაბუნიას აქვს დაწესებული? სალიამ განმარტა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.

„ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს გიორგისთან დაკავშირებით, მაშინ როცა მიიღეს და მას 2 თვით შეეზღუდა გადაცემების წაყვანა არხზე, ეს იყო ალბათ, ის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ საზოგადოებაში დიდი კონსესუსი იყო“, - აღნიშნა სალიამ.  

მისივე მტკიცებით, არც რარხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის მოხსნა არ იგეგმება.

„ალბათ, მოლოდინი გაუცრუვდება მას, თუ ამას ელოდება. ასეთი რამ არ მითქვამს, ასეთი ამოცანა ქიბარ ხალვაშს ჩემთვის არ დაუსახავს“, - აღნიშნა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, წუხელ სალიამ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების ნაწილს შეხვდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics