|
2019-07-19 19:06:24, 1556 ნახვა
საზოგადოება
პაატა სალია „რუსთავი 2“-ში აუდიტის ჩატარებას გეგმავს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახლადარჩეული დირექტორი პაატა სალია არხში აუდიტის ჩატარებას გეგმავს. სალია დღეს ტელეკომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა. „შევხვდი კიდევ ერთხელ ირაკლის, ფინანსური სამსახურის უფროსს და ასევე, აუდიტის სამსახურის უფროსს, შიდა აუდიტის კომპანიის, თეას. გვქონდა საუბარი, გამაცნეს არსებული სიტუაცია. ქიბარ ხალვაშს ჰყავს თავისი წარმომადგენელი, ანუ კონსულტანტი, რომელიც ამ საკითხებში უნდა დამეხმაროს, გარკვეული საკითხების გარკვევაში, ინფორმაციის მიღებაში და შესაბამისად, ამ პროცესში ვართ ახლა, სამუშაო პროცესში. ჩვენ გვინდა მოვამზადოთ კომპანიაში არსებული ინფორმაცია იმისთვის, რომ ჩატარდეს კვალიფიციური აუდიტი საერთაშორისო კომპანიის მიერ“, - აღნიშნა სალიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)