|
2019-07-19 13:06:52, 989 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში სხვადასხვა სახის 63 პროექტი განხორციელდა
მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, გლდანის რაიონში 63 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, 32 მისამართზე შენობის ბრტყელი სახურავი და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა, შეკეთდა შვიდი ამორტიზებული ლიფტი, შიდა წყალარინების სისტემა მოსახლეობას ათ მისამართზე მოუწესრიგდა, სართულშუა ნაპრალები ორ მისამართზე ამოივსო, ხოლო საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები (კიბეები, აივნები, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს მეტალის კარი) 12 მისამართზე განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოები, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შეასრულეს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მათი ღირებულება 1 199 876 ლარია. ამავე პროგრამით, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N2 კორპუსში ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა და სართულშუა ნაპრალები ამოივსო. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო. ამ ეტაპზე, გლდანის რაიონში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო დამატებით, 22 მისამართზე მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)