|
2019-07-19 12:54:09, 947 ნახვა
საზოგადოება
სერგო მეთოფიშვილი - ანა დოლიძე უფრო პოლიტიკოსია, ვიდრე სასამართლოს ნაწილი
„ანა დოლიძე პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად გაიპარა და მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დატოვა“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი გარკევული პილიტიკოსების დავალებებს ასრულებენ. „საბჭოში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროცესი. საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ირჩევს საბჭო ღია და საჯარო გასაუბრებით. ამ დროს საბჭოს წევრი ტოვებს დარბაზს და მიდის. ხდება ზოგჯერ, როდესაც გადაუდებელი სიტუაციაა, ან სამსახურის, ან ოჯახის. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ასეთი რამ შეემთხვეს. მაგრამ როდესაც საბჭოს წევრი იპარება საბჭოს სხდომიდან და მიდის ერთ-ერთ მედიაში პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამით არის ნათქვამი. ეს ადამიანი ანა დოლიძეა. ეს არის პოლიტიზირებული პიროვნება, ანუ პოლიტიკურად აქტიური პიროვნება, პოლიტიკოსია უფრო ვიდრე სასამართლოს ნაწილი. შესაბამისად. ყველა მისი განცხადება არის პოლიტიკური და არაობიექტური“, - განაცხადა მეთოფიშვილმა. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატთან გასაუბრება შედგება. საბჭო ამჯერად უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის სამ კანდიდატს - თამარ ბურჯანაძეს, მერაბ გაბინაშვილს და მირანდა ერემაძეს მოუსმენს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო.საბჭოს წევრები ამ დროისთვის 6 კანდიდატს გაესაუბრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)