|
2015-07-06 15:14:37, 684 ნახვა
სამართალი
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ვასაძისა და დუმბაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატ მედეა ვასაძესა და მურმან დუმბაძეს პატივისა და ღირსების შელახვის გამო უჩივის. როგორც ჭეიშვილმა დღეს გამართლ ბრიფინგზე განაცხადა, ვასაძისა და დუმბაძის მიერ, გავრცელდა წინასწარ დაანონსებული ინფორმაცია, მის მიერ 2013 წლის სექტემბერში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თითქოსდა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე. ჭეიშვილის აღნიშნბულ ფაქტს მისი დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს და აცხადებს, რომ მის მიერ რაიმე არაკანონიერი ქმედებების განხორციელების არც ერთი ფაქტი არ არსებობს. "2015 წლის 28 ივნისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა P.S.-ში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის მედეა ვასაძისა და საქართველოს პარლამენტის წევრის მურმან დუმბაძის მიერ, გავრცელდა წინასწარ დაანონსებული ინფორმაცია, ჩემს მიერ 2013 წლის სექტემბერში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თითქოსდა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე. ჩემს მიერ ამ ან/და სხვა რაიმე არაკანონიერი ქმედებების განხორციელების რაიმე ფაქტებს ბუნებაში არასოდეს ჰქონია ადგილი. ინფორმაციის გამავრცელებელი პირების მიერ განხორციელდა ცრუ დასმენა, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაზე, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება ჩემი, როგორც უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური თანამდებობის პირის დისკრედიტაციას. ამ ცრუ დასმენის ავტორების გავრცელებულმა ინფორმაციამ საბოლოო მიზნობრივი შედეგით, ქალაქ ბათუმის საკრებულოს გამართულ მუშაობას უნდა შეუშალოს ხელი. რათა კანონიერად დადგენილი წესითა და გზით დადგინდეს ჭეშმარიტება, მე შესაბამისი განცხადებით ცრუ დასმენის ნაწილში, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაული, მივმართე გამოძიებაზე უფლებამოსილ კომპეტენტურ ორგანოს (პროკურატურას). ჩემი, როგორც პიროვნების პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის, როგორც უკვე განხორციელებულ ფაქტზე, მზადდება სასამართლოში წარსადგენი დასაბუთებული სარჩელი, რომელსაც წინ გაუსწრებს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფა, მოყენებული მორალური ზიანის 200 000 ლარის ოდენობის თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, რომელ თანხასაც სამოქალაქო წესით სავარაუდო მოპასუხეებისათვის დაკისრებისა და აღსრულების შემთხვევაში, სასამართლო და სასამართლო გარეთა ხარჯების მიღმა ნაწილს გადავრიცხავ ქ. თბილისში სტიქიით დაზარალებულთა ფონდში , ხოლო ნაწილს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საქველმოქმედო ფონდში“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)