13:07 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 12:05:05, 1068 ნახვა

საზოგადოება
IRI – გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ეკლესიის, ჯარისა და მედიის საქმიანობას აფასებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი( IRI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს  აქვეყნებს. 

კვლევის მიხედვით, ეკლესიის საქმიანობას გამოკითხულთა 89% დადებითად აფასებს, მეორე ადგილზე კი ჯარია, რომლის რეიტინგი 87% შეადგენს.

რაც შეეხება სხვა ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას კვლევის შედეგები ასეთია: ქართული მედია – 70%; პოლიცია – 52%,  ადგილობრივი ხელისუფლება – 48%, საჯარო განათლების სისტემა – 40%; პარლამენტი – 37%; მინისტრთა კაბინეტი – 35%; ცესკო – 34%;  პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია – 33%, პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 33%; გუბერნატორები – 27%; პოლიტიკური პარტიები – 26%;  პროკურატურა – 25%; ეროვნული ბანკი – 25%;  სასამართლოები – 23%;  პროფკავშირები – 18%.

ცნობისთვის, IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics