13:07 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 11:52:00, 1016 ნახვა

საზოგადოება
„ქართული ოცნება“- 26%, „გაერთიანებული ოპოზიცია“ - 22% - IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი( IRI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს  აქვეყნებს.  

IRI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე ამ კვირაში რომ არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 26%; გაერთიანებული ოპოზიცია - 22%; „ევროპული საქართველო“- „თავისუფალი დემოკრატები“ -  7%;  „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტული პარტია - 5-5%, რაც შეეხება, „გირჩს“ მას გამოკითხული მოსახლეობის 1% უჭერს მხარს. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 22%-ს.

ცნობისთვის, IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics