|
2019-07-19 11:23:51, 1051 ნახვა
საზოგადოება
პაატა სალია: თუ გაქვთ კითხვები ხელისუფლებასთან, მიმართეთ მას
„თუ გაქვთ კითხვები ხელისუფლებასთან, შეკითხვებით მიმართეთ მას“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახლადარჩეულმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა. სალია ჟურნალისტის იმ კითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხომ არ შედიოდა ხელისუფლების ინტერესში „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემა. „დღეს დილით რომ დავნიშნულიყავი ან საღამოს, ამით რამე შეიცვლებოდა?! მე ვარ ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელი, რომელიც ვაწარმოებდი დავას, სამართლებრივ ნაწილს საქართველოში, შემდეგ უკვე სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აქ ნაწარმოები დავა აბსოლუტურად სწორი იყო. რაზე ვლაპარაკობთ ახლა. თუ გაქვთ კითხვები ხელისუფლებასთან, შეკითხვებით მიმართეთ მას. მე თანამსრომლებთან კონსტრუქციული საუბრის იმედი მაქვს“, - აღნიშნა პაატა სალიამ. პაატა სალიამ ტელეკომპანიაში იმყოფება და არხის ფინანსურ დირექტორს ხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)