|
2019-07-18 21:34:58, 1677 ნახვა
საზოგადოება
„სირცხვილია! 29.0 - მედიის დღე“ - რუსთაველზე საპროტესტო აქცია განახლდა [LIVE]
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ ანტისაოკუპაციოა აქცია განახლდა. აქცია უკვე 29-ე დღეა მიმდინარეობს და მომიტინგეების ერთადერთი მოთხოვნა ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარრიას გადადგომაა. დღევანდელ აქციაზე გამომსვლელები მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობენ. ამასთან, აქციის ორგანიზატორები "რუსთავი 2“-ს თანადგომას უცხადებენ. "29-ე დღეა, მედია ჩვენს პროტესტს აშუქებს. დღეს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს „რუსთავი 2“- ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასა და ჩაურევლობას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროტესტის 29-ე დღე დავუთმოთ მედიას, სპიკერები ისაუბრებენ დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის არსებობის მნიშვნელობაზე ქვეყანაში“, - წერია აქციის ანონსში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)