11:51 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 16:38:34, 1452 ნახვა

საზოგადოება
ბარონ დე ბაის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდ დიღომში, ბარონ დე ბაის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა.

სამუშაოების ფარგლებში, ბარონ დე ბაის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის თანახმად, საგზაო ინფრასტრუქტურა საერთო ჯამში, 8 615 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდება. 

საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„მიმდინარე წელს, დიდი დიღომში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. უკვე სამი ქუჩის კეთილმოწყობა დასრულდა, ოთხ ქუჩაზე კი საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორისაა, ბარონ დე ბაის ქუჩა, რომლის რეაბილიტაციის შემდეგ, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და გრუნტის გზის ნაცვლად, მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება 1 244 370 ლარია, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „იბერი“ აწარმოებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics