10:46 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 16:08:45, 1329 ნახვა

საზოგადოება
Euromoney-მა „თიბისი ბანკი“ 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

„თიბისი ბანკი“ ჟურნალმა „ევრომანი“  წარჩინების დაჯილდოების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. ეს ჯილდო თიბისი ბანკის უწყვეტი ძალისხმევის შედეგია საქართველოში კლიენტებისათვის უმაღლესი სტანდარტის მომსახურების გაწევის და რეგიონში საუკეთესო მრავალარხიანი შესაძლებლობების განვითარების და ამავე დროს, საუკეთესო თანმიმდევრული ფინანსური შედეგების მიღწევის თვალსაზრისით.

ვახტანგ ბუცხრიკიძემ, „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, აღნიშნა: „ვამაყობთ „ევრომანის“  ამ ჯილდოს მიღებით, რაც არის ბაზარზე ჩვენს მიერ დაკავებული წამყვანი პოზიციების და ძლიერი ფინანსური შედეგების აღიარება. ჯილდო ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის დაუღალავ მუშაობას გამორჩეულად კარგი შედეგების მისაღწევად და ჩვენს კლიენტებთან გრძლვადიანი ურთიერთობების დასამყარებლად მათთვის უმაღლესი კლასის ფინანსური მომსახურებებისა და პროდუქტების შეთავაზების გზით“. 

2011 წლიდან მოყოლებული თიბისი ბანკი ევრომანის მიერ  რვაჯერ დასახელდა საუკეთესო ბანკად  საქართველოში.

„არაჩვეულებრივი შედეგების კიდევ ერთმა წელიწადმა თიბისი ბანკს კიდევ ერთხელ მოუტანა ეს ჯილდო საქართველოს მასშტაბით. შარშან, თიბისი ბანკმა შექმნა პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში, Space-ი რომელიც ადგილობრივად, თიბისი ბანკის მიერ შეიქმნა სულ რაღაც 15 თვის განმავლობაში. ბანკმა ასევე დაიწყო კერძო ციფრული ეკოსისტემების შექმნა კლიენტებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად. ამავე დროს, ბანკმა შეინარჩუნა ძლიერი პოზიციები შთამბეჭდავი მომგებიანობისა და დაკრედიტების ფონზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ში შესულმა კრედიტორმა კვლავ მოახერხა ბაზრის დომინანტის პოზიციისა და ტექნოლოგიური უპირატესობების გამოყენება“, - ნათქვამია „ევრომანის“ ოფიციალურ განცხადებაში.

 „ევრომანი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი პერიოდული გამოცემაა, რომელიც უკვე 50 წელია, რაც  საერთაშორისო ფინანსურ მიმოხილვას გვთავაზობს.   ბოლო 12 თვის განმავლობაში ჟურნალმა სხვადასხვა ქვეყნის ბანკების გენერალური დირექტორების, ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების 100-მდე ინტერვიუ გამოაქვეყნა.

„ევრომანის“ მიერ დაწესებული „ჯილდო წარჩინებისთვის“ მეტად მნიშვნელოვანია წარმატებული ბანკებისა და ბანკირებისთვის. ჯილდო, რომელიც რამდენიმე ნომინაციას მოიცავს,  1992 წელს დაარსდა, რაც პირველი ამგვარი პრეცედენტი იყო გლობალურ საბანკო ინდუსტრიაში. წელს „ევრომანის“ დაჯილდოვების პროგრამაში სულ 1500-მდე აპლიკაცია შემოვიდა. ნომინაციები მოიცავს 20 გლობალურ, 50 რეგიონულ და 100-მდე ნაციონალურ ჯილდოს.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics