|
2019-07-16 13:00:15, 900 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერია თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას იწყებს
დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ პანდუსზე შესაბამისი სამუშაოები გასულ წელს უკვე განხორციელდა, ამჯერად კი, მისი სრული რეაბილიტაცია მოხდება. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ დედაქალაქში, ეს არის თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ შარშან აქ პირველი სამუშაოები უკვე ჩავატარეთ და ახლა პანდუსის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ. სამუშაოების ფარგლებში, მოხდება კოჭების შეცვლა, ბურჯის თავების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების მშენებლობა, მოაჯირის, გარე განათების ბოძების შეცვლა, ახალი თანამედროვე LED განათებების დამონტაჟება და სავალი ნაწილის მოწყობა“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას, დაახლოებით, ორთვენახევარი დასჭირდება. „პროექტის განხორციელებას ორთვენახევარი დასჭირდება და ამ პერიოდში თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსი გადაიკეტება. გვქონდა კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, აქტიური თანამშრომლობა გვაქვს საპატრულო პოლიციასთან და ინფორმაციას წინასწარ გავცემთ. პანდუსის რეაბილიტაციაზე, დაახლოებით, ორი მილიონი ლარი დაიხარჯება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)