|
2019-07-06 15:45:51, 1997 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: რაც უფრო ძლიერები ვიქნებით ეკონომიკურად, მით უკეთესია ჩვენთვის
„რაც უფრო ძლიერები ვიქნებით ეკონომიკურად, რაც უფრო მეტ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან გვექნება ეკონომიკური, პრაგმატული ურთიერთობები, რაც უფრო მეტი კმაყოფილი რუსი ტურისტი წავა აქედან და წაიღებს ინფორმაციას რეალურ საქართველოზე, მით უკეთესია ჩვენთვის, რადგან ჩვენ ავირჩიეთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა და ეს არის, მათ შორის, ამ მშვიდობიანი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ გურჯაანში ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია ადამიანებს შორის კარგი ურთიერთობა, მეტი ტურისტი ყველა მიმართულებიდან, მათ შორის რუსეთიდან. „რუს ტურისტს, გარდა იმისა, რომ აქ ფულს ხარჯავს და ჩვენს ეკონომიკაში შეაქვს წვლილი, დამატებითი დატვირთვა აქვს - ის არის ერთი ცალკეული, მართალი ინფორმაციის მატარებელი ადამიანი რუსეთში. ეს არის რეალობა“, - აღნიშნა თურნავამ. ეკონომიკის მინისტრი ადგილობრივ მეწარმეებთან საუბრისას სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსაც შეეხო. მისი თქმით, ბიზნესს უნდა ჰქონდეთ არჩევანი, ივაჭროს ნებისმიერ ქვეყანასთან, სადაც თვლის, რომ უკეთესად გაიყიდება მისი პროდუქტი. „დღეს საქართველოს ეკონომიკა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, მათ შორის ჩვენი მთავრობის დიდი ძალისხმევით. რუსეთთან ვაჭრობა ექსპორტის ნაწილში არის 13 პროცენტი, რა თქმა უნდა, არის სხვა ქვეყნები, არის არჩევანი, მაგრამ ამის გამო უარი ვთქვათ ამ 13%-ზე? ცხადია, არა. ეკონომიკა, მათ შორის ექსპორტი, მთლიანობაში უნდა გაიზარდოს და თქვენ უნდა გქონდეთ არჩევანი, ივაჭროთ ნებისმიერ ქვეყანასთან, სადაც თვლით, რომ უკეთესად გაიყიდება თქვენი პროდუქტი. ჩვენი მოვალეობაა, რომ დავიცვათ თქვენი უფლებები, რომ თავისუფლად აკეთოთ თქვენი საქმე", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. კახეთში, გურჯაანში ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ნათია თურნავასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდნენ.
(NS)
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)