16:26 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 19:54:43, 2335 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საბანკო სექტორი დღესდღეობით არსებული გამოწვევების დასაძლევად ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს, - ამის შესახებ ბანკირებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

მინისტრისა და საბანკო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრა დღეს სამინისტროში გაიმართა, სადაც განიხილეს  სექტორში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით.

როგორც „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც არსებულ ვითარებაში შეიძლება იქნას გამოყენებული. მისი თქმით, განხილულ იქნა დარგის სხვადასხვა გამოწვევები, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით.

„ასევე განვიხილეთ ის მექანიზმები, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული, განსაკუთრებით საგარანტიო მექანიზმები. მივესალმებით ეკონომიკის სამინისტროს ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებამდე მივალთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ

საბანკო სექტორის მიერ საგარანტიო სქემის ამოქმედების პერსპექტივაზე ისაუბრა  ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ. მისი განცხადებით,  დღეის  მდგომარეობით საუბარია რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობაზე, უპირველეს ყოვლისა - საგარანტიო სქემის უახლოეს მომავალში ამუშავებაზე.

„ეს მეტნაკლებად დააბალანსებს ახალი პროექტების მოთხოვნას ამ მიმართულებით. მოლაპარაკებები აქტიურად გაგრძელდება, მიმდინარე ეტაპზე კი ვფიქრობთ, რომ ამ მომენტში არსებული სიძნელეები დაძლეული იქნება", - აღნიშნა მან.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
GASOLINE - Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან - საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics