09:23 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 11:30:35, 344 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: საქართველო აშშ-სთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს

საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ  კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს და აშშ-ს კონგრესში საქართველოს საკითხის გააქტიურების გზებს. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს უკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე.

მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების თემებზეც ისაუბრეს. აღინიშნა სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს აშშ-ის დახმარებისა და ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე იმ ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს საქართველოსთან მიმართებით.

ამერიკის კონგრესის დელეგაციას   კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არის კონგრესმენები: დეივიდ პრაისი, ტომ რაისი, რობ ვუდალი, დინა ტიტუსი და ლუიზ კეფსი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და იუსტიციის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics