|
2015-07-02 14:56:27, 680 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და თურქმენეთს შორის ხელმოწერილი ერთობლივი დოკუმენტები
თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. ესენია: 1. თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის; (ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ და თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გურბანმირატ მეზილოვიმ) 2. ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურსა და თურქმენეთის ფინანსთა სამინისტროს შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის გაცვლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ; (ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა მიხეილ როინიშვილმა და თურქმენეთის უმაღლესი კონტროლის პალატის თავმჯდომარე ბატირ ატდაევიმ); 3. ურთიერთგაგების მემორანდუმი სპორტის სფეროში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თურქმენეთის სპორტის სახელმწიფო კომიტეტს შორის; ( ხელი მოაწერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და თურქმენეთის განათლების მინისტრმა პურლი აგამირადოვიმ); 4. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თურქმენეთის განათლების სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი. (ხელი მოაწერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და თურქმენეთის განათლების მინისტრმა პურლი აგამირადოვიმ); 5. საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება; (ხელი მოაწერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და თურქმენეთის კულტურის მინისტრმა ანნაგელდი გარადჟაევიმ); 6. “თურქმენეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ-თურქმენული მთავრობათაშორისი კომისიის შესახებ“ შეთანხმება(ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა ბაიარ აბაევიმ); 7. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ერთობლივი განცხადება; (ხელი პრეზიდენტებმა მოაწერეს).
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)