01:49 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 11:44:09, 430 ნახვა

პოლიტიკა
ოქტომბერში თბილისში ევრაზიის რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენელთა შეკრება გაიმართება

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელს პასკალ სან-ამონს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლის 21-23 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქი თბილისი ევრაზიის რეგიონის ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლების შეკრებას უმასპინძლებს, რომელიც საგადასახადო ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) საკითხებს მიეძღვნება.

თბილისში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან 30-მდე სახელმწიფოს დელეგატი BEPS-ის პროექტსა და განსახორციელებელი რეფორმების იმპლემენტაციის საკითხებზე იმსჯელებენ. ამ შეხვედრის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის OECD-ისთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის კარგი შესაძლებლობა მონაწილე ქვეყნებისთვის, რათა თავიანთი კანონმდებლობა მოიყვანონ საერთაშორისო დაბეგვრის ახალ გლობალურ მიდგომებთან შესაბამისობაში.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, დიდი ოცეულის ქვეყნებისა (G20) და OECD-ს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics