|
2015-07-01 12:02:36, 410 ნახვა
პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე: რუსეთის მიერ 1996 წლის ხელშეკრულების გაუქმება არ უნდა გვიკვირდეს
პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო პოლიტიკის საკითხებში, თენგიზ ფხალაძე რუსეთის მიერ საქართველოსთან 1996 წელს დადებული ხელშეკრულების მოსალოდნელ გაუქმებას სამწუხარო ფაქტს უწოდებს. თუმცა, ფხალაძე აცხადებს, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი გასაკვირი არ იქნება. . მისივე შეფასებით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გაცილებით უფრო საშიშ ნაბიჯებს დგამს. „არ მგონია, რომ იმ რეალობის შემდეგ, რაც ჩვენ ამდენი წელია რუსეთთან გვაქვს, გვიკვირდეს ამ ხელშკეურლების გაუქმება. მაშინ, როდესაც გაცილებით უფრო საშიში ნაბიჯები იდგმება ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ამ ხელშეკრულების გაუქმება არ უნდა გვიკივრდრს. რა თქმა უნდა სამწუხარო და ცუდი ფაქტია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი იმ ერთიან პოლიტიკაში ხდება, რასაც სამწუხაროდ რუსეთის ფედერეაცია საქართველოს მიმართ ახორციელებს“, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ. ცნობისთვის, რუსეთი აპირებს საქართველოსთან 1996 წელს დადებული ხელშკერულება გააუქმოს, იმ პირების გადაცემის შესახებ, რომლებიც უკვე გასამართლებულები არიან, მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა და სასჯელს რუსეთში იხდიან.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)