|
2019-06-01 12:26:44, 2879 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: მოდით სოლიდარობა გამოვუცხადოთ ლგბტ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში იდევნებიან
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლგბტ თემს, ღირსების თვის ფარგლებში სოლიდარობას უცხადებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ტრამპის თქმით, მისმა ადმინისტრაცია ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის მასშტაბური კამპანია დაიწყო. "ვინაიდან ჩვენ აღვნიშნავთ ღირსების თვეს და ლგბტ თემის ღვაწლს ვაფასებთ, რომელიც მათ ჩვენი ერის განვითარებაში შეიტანეს, მოდით ასევე სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ ლგბტ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში იდევნებიან, რომლებსაც სვავენ ციხეში და ხანდახან სიკვდილითაც კი სჯიან მათი სექსუალური ორიენტაციის გამო. ჩემმა ადმინისტრაციამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის მასშტაბური კამპანია დაიწყო და ყველა ქვეყანას მოუწოდა ამ პროცესს შეუერთდნენ", - წერს ტრამპი. ცნობისთვის, "თბილისი პრაიდის" ორგანიზებით სხვადასხვა სახის ღონისძიებები საქართველოს დედაქალაქშიც უნდა გაიმართოს. ღონისძიებების ჩატარება 18-დან 24 ივნისამდეა დაგეგმილი. ოგორც ორგანიზატორები აცხადებენ, თბილისში ღირსების მსვლელობაც უნდა გაიმართოს. აღსანიშნავია, რომ ზუსტი ღონისძიებების განრიგი ან სხვა დეტალები უცნობია. ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პერიოდულად შეხვედრებს მართავენ. გუშინ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ ადგილებზე ღონისძიებების ჩატარება შეუძლებელია. არასამთავრობო ორგანიზაციები უწყების აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურნენ და დასძინეს, რომ ეს შსს-ს მხრიდან თემის მიმართ გულგრილობის ნიშანია.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)