|
2019-05-31 15:38:27, 1082 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე: განათლება არის ის გზა, რომელიც შეგვაძლებინებს ქვეყანამ წარმატებით გაართვას თავი ყველა გამოწვევას
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზრდება დაფინანსება. როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა რეგიონული ცენტრის ძირითადი ფუნქცია იქნება ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათი ჩართულობა ინოვაციურ და საერთაშორისო პროექტებში. „ცენტრის ძირითადი ფუნქციები გახლავთ ახალგაზრდული ეკონომიკის, ინოვაციური პროექტების და ასევე, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. ბუნებრივია, ის საერთო იდეა, ეროვნული იდეა, რომელიც ემსახურება განათლების მიმართულებით როგორც საბიუჯეტო რესურსების გაზრდას, ასევე განათლების მიმართულებით რეფორმების მთელ ტალღას, პირველ რიგში ახალგაზრდებს უნდა შეეხოთ. განათლება არის სწორედ ის გზა, რომელიც შეგვაძლებინებს ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გაართვას თავი ყველა იმ გამოწვევას, რომელიც გვაქვს" – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტები საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად, რომელიც ეხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრას. მისი მიზანია დაამკვიდროს ერთიანი მიდგომა და წესები იმ ინვესტორების მიმართ, რომლებსაც აქვთ ნაკისრი ვალდებულება საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად. ასევე იმსჯელეს ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებაზე. მთვარობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ტურიზმის მნიშვნელობას რეგიონის ეკონომიკისთვის და ისაუბრა ზაფხულის სეზონისთვის დაგეგმილ სიახლეებზე. წელს აჭარაში შეიქმნა სეზონის მაკოორდინირებელი საბჭო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ინფრასტრუქტურულ, სერვისთან დაკავშირებულ და უსაფრთხოების საკითხებზე. „წელს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული პროექტები გვაქვს დაგეგმილი, რომელიც კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას შემატებს ტურისტულ სეზონს. ეს იქნება განახლებული ბულვარი, ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, გაძლიერებული უსაფრთხოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბათუმელებისთვის, ისე ტურისტებისთვის. ჩვენი ამბიცია არის, რომ 2,5 მლნ ტურისტი მოვიზიდოთ მხოლოდ აჭარაში და ეს იქნება 20% ზრდის შენარჩუნება და ყოველ წელს ჩვენ ეს დინამიკა უნდა გავაძლიეროთ" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. დღევანდელ სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
აშშ-ის არმიის მინისტრმა თანამდებობა ჰეგსეთთან კონფლიქტის გამო დატოვა - CNN
დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, პორტატული მოწყობილობით განხორციელდება
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
საქართველოში მყოფ საერთაშორისო სტუდენტებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნის დამტკიცება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)