|
2019-05-25 11:53:10, 1513 ნახვა
ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე ევროპის სატრანსპორტო ქსელში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირების საკითხი დააყენა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიაში ქალაქ ლაიფციგში 22-24 მაისს გაიმართა. სამიტს 60-მდე წევრი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სატრანსპორტო კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამიტის წლევანდელი თემა სატრანსპორტო კავშირების განვითარებას შეეხებოდა. მინისტრთა დახურულ სესიაზე, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკითხებს მიეძღვნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა ხაზი გაუსვა ქართველი გადამზიდველებისთვის "ECMT-ს მრავალმხრივი კვოტის სისტემის" მნიშვნელობას ევროპის სატრანსპორტო ქსელში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის. მისი თქმით, საქართველომ შეძლო ერთ-ერთ პირველს დაეკმაყოფილებინა „ხარისხის ქარტიის" მოთხოვნები და ახლა მოელის პარტნიორი ქვეყნების მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს არსებული შეზღუდვების გაუქმებისა და კვოტების გაზრდის კუთხით. აკაკი საღირაშვილი ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირთან და აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან სატრანსპორტო კავშირების განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე. მან ქართული მხარის მხრიდან სამომავლოდ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და სამიტის მონაწილეები ოქტომბერში დაგეგმილ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია.
ამასთან, სამიტის ფარგლებში აკაკი საღირაშვილმა მონაწილეობა მიიღო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაფინანსების თემაზე გამართულ მინისტრთა მრგვალი მაგიდის სხდომაში. სხვა საკითხებთან ერთად, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით საქართველოს გამოცდილებაზე და საჯარო და კერძო თანამშრომლობის რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას. სამიტის ფარგლებში აკაკი საღირაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ტრანსპორტის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანთან კიტაკ ლიმთან და ასევე მსოფლიო ბანკის ევროპის ტრანსპორტის მიმართულების მენეჯერთან კარლა გონზალეზ კარვაჯალთან, რომელთანაც საუბარი ძირითადად შეეხო სატრანსპორტო დერეფნების გაციფროვნების საკითხში მსოფლიო ბანკის შესაძლო მხარდაჭერას.
(NS)
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)