|
2015-06-29 16:51:16, 438 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი დაინტერესებულ მხარეებს მიმართავს, შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით პროექტის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ
პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის მიმართ დიდი ინტერესია. როგორც მან ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, აღნიშნული პროექტის განხილვა, მეორე მოსმენით, მიმდინარე კვირას არის დაგეგმილი. პარლამენტის თავჯდომარე ყველა დაინტერესებულ მხარეს მიმართავს, შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. “მივმართავ ყველას, ვისაც აღნიშნული საკითხი აინტერსებს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს პროექტის განხილვაში, ვინაიდან პირველი მოსმენისას ავტორებმა ბევრი მოსაზრება გაიზიარეს. მეორე მოსმენით საკითხის განხილვა კომიტეტში ამ კვირას არის დაგეგმილი. მინდა ყველას მივმართო , ვისაც თემის მიმართ აქვს ინტერესი, აქტიური მონაწილეობა მიიღონ განხილვის პროცესში და მხოლოდ ზოგადი განცხადებებით ნუ შემოვიფარგლებით – კარგი თუ ცუდი წარმოდგენილი პროექტი. ხდება სამართალდამცავი სისტემის ძალიან მნიშველოვანი რეფორმა და დაინტერესებული ვართ, გავიზიაროთ ყველა დასაბუთებული მოსაზრება. პარლამენტში კანონპროექტები იმიტომ ინხილება, რომ განხილვის პროცესში დავხვეწოთ ყველა საკითხი, რომელზეც დასაბუთებული მოსაზრება გამოითქმევა”, - აღნიშნა უსუფაშვილმა. ცნობისთვის, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონპროექტი, რომელსაც დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფასა და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს. კერძოდ, შსს-ში დარჩება ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მთავრობას პრემიერი წარუდგენს, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი, პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით 6 წლის ვადით დაამტკიცებს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)