00:50 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 11:46:15, 332 ნახვა

ქაშუეთის ტაძარში დღეს ეთერ კაკულიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

ქაშუეთის ტაძარში დღეს მომღერალ ეთერ კაკულიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 14:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის. კაკულიას  ხვალ დროებით ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალავენ, შემდეგ კი,   მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენებენ.
ეთერ კაკულია ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად,  26 ივნისს გარდაიცვალა. მომღერალი  კიბოთი იყო დაავადებული და მიუხედავად მკურნალობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეთერ კაკულია  1948 წელს  დაიბადა. იგი იყო, ესტრადის მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1983). მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში ს. ტუღუშის ხელმძღვანელობით. 1964 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კ. პევზნერის ხელმძღვანელობით. 1986 წლიდან ტელერადიოკორპორაციის სოლისტია. აქვს ძლიერი ხმა, საუკეთესო სცენური მონაცემები. ძირითადად ასრულებს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. 2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო.
ეთერ კაკულიას თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე. ხშირად მღეროდა ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად. ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე. ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი შვილი ალეკო.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics