2026-04-28 22:05:33, 291 ნახვა
სამართალი
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
მარნეულში ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა, ბავშვი დაიღუპა. შედეგად დაძაბული ვითარება იყო მარნეულში, კლინიკა "ავერსთან" . Aktual ge-ს ინფორმაციით, ადგილობრივები კლინიკიდან ავარიის შედეგად დაღუპული 10 წლის ბავშვის ცხედრის გადასვენებას აპროტესტებენ.
ავარია მარნეულის მუნიციპალიტეტში 18:30 საათზე მოხდა. 10 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა - ბავშვი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,