12:00 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 09:56:27, 1597 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა

14-15 მაისს თბილისში საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმება ორივე ქვეყნის ინვესტორებს ერთმანეთის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარება, ასევე ხელს შეუწყობს სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, კერძო კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას, მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას. აღნიშნული პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებას.

მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებულ ტექსტს განხილული საკითხებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ და დასახეს შემდგომი ნაბიჯები შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებების დასრულების მიზნით.   

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
აშშ-მ ირანისთვის იარაღის მიწოდების დახმარების გამო რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა
Anchorისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
მცირე მარნები ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის სერტიფიცირების საფასურისგან გათავისუფლდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics