11:09 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-15 11:20:24, 1019 ნახვა

რეგიონი
გიორგი შენგელია „ოცნების თასის“ ფინალურ შეხვედრას დაესწრო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის შტაბის ორგანიზებით, საფეხბურთო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბნის 10 გუნდი იღებდა, მათგან ფინალში კომბინატისა და ფაიფურის დასახლების საფეხბურთო გუნდები მოხვდნენ, ხოლო ამ ორ გუნდს შორის გამარჯვებული, ფაიფურის საფეხბურთო გუნდი გახდა. საფინალო მატჩი ფაიფურის დასახლებაში, ჩიქოვანის ქუჩაზე არსებულ მოედანზე გაიმართა.

 „ოცნების თასის“ გათამაშების ფინალს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია ესწრებოდნენ.

 გიორგი შენგელიას განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა მისთვის უმთავრესია, ამიტომაც ზუგდიდში მსგავსი სახის ღონისძიებები სისტემატურად ჩატარდება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ომსკში, საზღვრიდან 2500 კილომეტრში მდებარე Ozon-ის საწყობს და ნავთობქიმიურ ქარხანას
ტრამპი: აშშ ირანზე დარტყმას 25 ოქტომბრიდან განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
„თეთრი სახლი ისე გამოიყურება, თითქოს სადამ ჰუსეინმა იქ რესტორანი გახსნა“ - ობამამ ტრამპს დასცინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics