13:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-13 10:33:34, 1588 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც უნდა გადანაწილდეს ყველა ოჯახის სასარგებლოდ

„ჩვენს წინაშე მდგრადი ამოცანა ნათელია. ესაა, დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც უნდა გადანაწილდეს ყველა ოჯახის სასარგებლოდ“,  - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. გადაცემა „ფორბსის კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

„პირველია სწრაფ ზრდაზე მორგებული საინვესტიციო პოლიტიკა „ერთი ფანჯრის პრინციპი", რომელიც ასევე ითვალისწინებს პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებას. ამ მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ ქონების მართვის სააგენტოს რეფორმირებას. დაჩქარებული ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია ყველა რეზერვის ამოქმედება და საინვესტიციო პოლიტიკის ინვესტორების საჭიროებებზე „მორგება", - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, პრივატიზებას ექვემდებარება 1 მილიარდი ლარის სახელმწიფო ქონება. „ჩვენ პრივატიზების საპროგნოზო მაჩვენებელი ძალიან დაბალი გვაქვს, მაგრამ ჩვენს მას აუცილებლად გავზრდით. ვფიქრობ, რომ თავისუფლად საპრივატიზებო მაჩვენებელი 100 მლნ ლარამდე გავზარდოთ და შევასრულოთ," - განაცხადა მან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ბიზნესის დაცვაზე. მისი თქმით, აუცილებელია დავიცვათ ქართული ბიზნესი, ქართული წარმოება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ, გარე ბაზრებზეც.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics