01:29 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 18:28:38, 583 ნახვა

პოლიტიკა
ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, ხმაურის ფონზე წარიმართა. 

როგორც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ლევან თარხნიშვილმა სხდომაზე განაცხადა, კანონში ცვლილება მხოლოდ ერთი ადამიანის აზრის ,,გაპრავებას" უკავშირდება. 

,,ორი დღეა ჩვენ პარლამენტში საკმაოდ უცნაურ შემთხვევას ვაკვირდებით, როცა ჩვენი კოლეგები ცდილობენ ერთი კონკრეტული ადამიანის აზრის "გაპრავებას" და ცდილობენ ახსნას, თუ რატომ ცვლიან კანონს", - აღნიშნა თარხნიშვილმა.

დეპუტატის ამ განცხადებას სხდომაზე ხმაური მოჰყვა. დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ თარხნიშვილს გარეწარი უწოდა, ხოლო თამაზ მეჭიაურმა ოპოზიციონერი დეპუტატი არჩევნების გამყალბებლად მოიხსენია. 

,,თქვენ ხართ არჩევნების გამყალბებელი და ამის მეტი არაფერი გაგიკეთებიათ. აქ რომ სხედხართ, გაყალბების მეტი რა გააკეთეთ?"- მიმართა ლევან თარხნიშვილს თამაზ მეჭიაურმა. 

„გარეწრები სახლში მოიკითხეთ“, – უპასუხა თარხნიშვილმა ჯაფარიძეს.

დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ კი უმცირესობის დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

,,თქვენ გინდათ, რომ ნერვები მოგვიშალოთ, მაგრამ ვერ მოგვიშლით ნერვებს ამიტომ დასვით კითხვა", - მიმართა ტყემალაძემ კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics