|
2019-04-22 16:49:28, 1198 ნახვა
საზოგადოება
30-მდე ღვინის ქარხანამ პირველი ქართული მშრალი საფუარი უკვე გამოსცადა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ადგილობრივ მეღვინეებთან შეხვედრაზე ღვინის პირველი ქართული მშრალი საფუვრის სამეურნეო-ტექნიკურ მახასიათებლებზე პრეზენტაცია გამართეს. მეცნიერების მიერ შექმნილი საფუარი პრემიუმ ხარისხისაა და ის საქართველოში მოქმედმა 30-მდე ღვინის ქარხანამ უკვე გამოსცადა. შეხვედრაზე აღნიშნული საფუვრით დაყენებული ღვინოების დეგუსტაციაც მოეწყო. „საქართველოში მევენახება-მეღვინეობა წარმატებით ვითარდება. ქვეყნისთვის, რომელსაც მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ისტორია აქვს, მნიშვნელოვანია ქართული კულტურული საფუარის არსებობა. ქართულ მშრალ საფუარზე მუშაობა წლების განმავლობაში, საქართველოსა და გერმანიაში მიმდინარეობდა, მისი პირველი საცდელი რაოდენობა 2017 წელს მივიღეთ“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ღვინის დასაყენებლად ევროპის ქვეყნებიდან, ძირითადად კი, საფრანგეთიდან შემოტანილ საფუარს იყენებენ. საფუარი ღვინის ხარისხის და მისი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას უწყობს ხელს, ამიტომ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქართული საფუარი ქართული ღვინის უნიკალურობას გამოკვეთს.
(NS)
ზელენსკიმ მელონის ბოდიში მოუხადა ხმელთაშუა ზღვაში რუსულ გემზე თავდასხმასთან დაკავშირებით
WP: ირანმა Starlink-ი აშშ-ს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენა
ტრამპმა მოითხოვა, რომ „ხელოვნური ინტელექტი“ „სუპერინტელექტით“ ჩანაცვლებულიყო და გააკრიტიკა Fox News-ის წამყვანი
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



